ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გაჭირვებაზე სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
გოცირიძეს პოსტში მაგალითისთვის მოყვანილი ჰყავს ქართველი ოჯახის შესაძლებლობები, როცა საახალწლოდ მშობლები შვილებისტვის სასურველი საჩუქრის შეძენას ვერ ახერხებენ.
“მეტრონომი” რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ახალი წელი ხომ ბავშვებისთვის ახდენილი ოცნებების ღამე გვეგონა, სინამდვილეში აუხდენელი ოცნებების, იმედგაცრუების ღამე ყოფილა. იშვიათად ემთხვევა ბავშვების სურვილები და მშობლების შესაძლებლობები.
ერთ-ერთი ევროპული ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ბავში ითხოვს მობილურ ტელეფონს, პლანშეტს, ნოუთბუკს, დისტანციურ ყურსასმენებს და სხვა ძვირადღირებულ ელექტროსაქონელს. ამის დაკმყოფილება ოჯახების მხოლოდ მესამედს თუ შეუძლია, ანუ 70 პროცენტი იმედგაცრუებულია.
უკეთესადაა საქმე სათამაშოებთან დაკვშირებით და ძალიან ცუდად, თუ თოვლის ბაბუას შინაური ცხოველები შეუკვეთეს. ხომ წარმოგიდგენია, ძაღლს რომ ელოდები და ბალიშქვეშ პატარა პლასტმასის არსება შეგრჩება ხელში.
რა არის ამ ”იგავის” ქართული შინაარსი, პოლიტიკურად თუ ”მოვთარგმნით”? ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სიკეთის მოტანის შანსი იმაზე ნაკლებია, ვიდრე საახალწლოდ სპილო შეუკვეთო და დილით დაგხვდეს ბალიშქვეშ ამოდებული,”- წერს რომან გოცირიძე.