ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია“

საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა. “20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია. გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს. მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო “რედისონზე” თავდასხმისას ისლამისტმა ტერორისტებმა 19 ადამიანი მოკლეს. მათ შორის 2 სამხედრო პირი. მძიმედ დაშავდა 7 ადამიანი. მალის პრეზიდენტის, იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტას ბრძანებით, ქვეყანაში 10-დღიანი საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

იტვირთბა....