ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხვიჩიას პედოფილიის წამახალისებელ პოსტს არავინ ემიჯნება?” – ამირან სალუქვაძე

“მთელი დღე ატრიალეს იაგო ხვიჩია ტელესიუჟეტებში და ერცერთმა ჟურნალისტმაც არ მოსთხოვა განმარტება,” – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გირჩია დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა. დაიშალა, არ დაიშალა, გირჩი წავიდა, თუ გირჩმა გაუშვა?
მაგ მიზეზებს კი არ უნდა იხილავდეთ.

შავ დღეში უნდა ჩაგეგდოთ პედოფილიის მხარდაჭერის გამო.

მთელი დღე ატრიალეს იაგო ხვიჩია ტელესიუჟეტებში და ერცერთმა ჟურნალისტმაც არ მოსთხოვა განმარტება.

რა ოხრად მაინტერესებს მაგათი შიდა სამზარეულო? თემა უნდა ყოფილიყო ხვიჩიას პოსტი. თუ მაგ მიზეზის გამო ჰქონდა ჯაფარიძეს რეაქცია, არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, თუმცა ჩემთვის მთელი ეს გირჩი საზოგადოების მავნე ვირუსია.

იმ ტიპს, პოლიციის წინააღმდეგ ვიდეო რომ ჩაწერა, მყისიერად გაემიჯნა ყველა. ხვიჩიას პედოფილიის წამახალისებელ პოსტს არავინ ემიჯნება?

აი ესაა თემა.” – წერს ამირან სალუქვაძე.

იტვირთბა....