“თელასის” ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 6 დეკემბერს ელეტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაუდებელი სამუშაოების გამო დიდუბის რაიონში10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ვლადიმერ ვორონინის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, გორის, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.