“შერიგდით რა. არ მომწონს ეს ამბავი და მინდა ისევ ერთად გიხილოთ ორივე. ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარას ტყუილად კი არ მივეცი. ღიად მოგმართავთ-შერიგდით რა.”
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, “გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომ ის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.” თუმცა, მოგვიანებით იაგო ხვიჩიამ ამ პოსტის გამო ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა.