„უცხოეთი დღეს მთავრობას აუცილებლად აღიარებს იმიტომ, რომ ვიღაც თუ არ იყო, ჩამოიშლება და საერთოდ დაკარგავენ საქართველოსაც. თუ მათთან ურთიერთობა გვინდა, თქვენ დალოცვილებო, რაღაცები მოუსმინეთ… რომ ვერ აკეთებენ ქვეყნის საქმეს, იმიტომ მივმართავთ ისევ, რომ ეკლესიას შეგვიძლია ბევრი საკითხი გავიაროთ. დღეს ვერ ვიზიარებ ვერცერთის პოზიციას, მაგრამ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ.”
მეუფე იაკობი – ბოდბელი ეპისკოპოსი
ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებტან განაცხადა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ. ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.