ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს, დრო იწურება”-კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ყველა შესაძლებლობას იყენებენ, ყველა მხარესთან შეთანხმება მიღწეული იყოს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, პროგესის მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს.

„ამ დროის განმავლობაში, ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება.

ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვნოთ გამოსავალი, რომელიც პარტიების შეშფოთებებს უპასუხებს. ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ”,- განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ.  ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.

იტვირთბა....