ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე პრეზიდენტის ინიციატივის წინააღმდეგ

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე, ჟურნალისტებთან  უშიშროების საბჭოს  მოახლოებული სხდომის შესახებ, პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა. მისი თქმით, კრიზისების საბჭოზე უკვე დეტალურად იყო განხილული ყველა  პრობლემა.

“ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ალბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ,  არ ვაპირებ რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, ეს იქნება მინისტრი, პრეზიდენტი, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას”, – განაცხადა  კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დააანონსა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დაინიშნა.

იტვირთბა....