პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ჯაფარიძეს ბოდიშს უხდის.
როგორც ხვიჩია აცხადებს, ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის გამოც ბოდიშს უხდის.
ცვიჩია ამბობს, რომ რა გახდა ჯაფარიძის განცხადების მიზეზი, მასაც აინტერესებს.
„დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი. მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ. ეს გუშინ არ წარმოშობილა. მე და „ჯაფარა“ ჩემი გაგებით, გუშინ წინ მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს“, – აცხადებს ხვიჩია.
ამასთან, ხვიჩია ამბობს, რომ ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.
“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. ჯაფარიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იაგო ხვიჩია, რომელმაც დაწერა – “გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები.”