ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან”- ცერცვაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კოორნავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ შემთხვევის შესწავლა მიმდინარენს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, თუ შემთხვევის მოკვლევისას ბრალდებული პირები გამოვლინდებიან, ისინი დაოსჯებიან.

ამასთან, რგორც ცერცვაძე აღნიშნავს, პანდემიის ასეთ რთულ პირობებში მედპერსონალს შეცდომები განვითარებულ ქვეყნებსიც მოსდით, ვინაიდან მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე შეუძლებელია.

“ამ შემთხვევაზე მოკვლევაა დაწყებული, შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან, მაგრამ თქვენ თქვით 1, 3, თუ გინდათ 10, თუ გინდათ 30, მე გეუბნებით და სადაც გინდათ იქ დაგიმტკიცებთ, რომ ყოველ ერთ ასეთზე საქართველოში, მოდის 5 და 10 ასეთი შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო ან ვთქვათ, ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია, ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში. თვითონ პროცესი კოვიდის პანდემიის, იმდენ სიძნელეს შეიცავს, რომ მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე და ზოგჯერ ალბათ შეცდომების გარეშე, ექიმებიც ადამიანები არიან, შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების რაოდენობას, 15-16 ადამიანი გვყავს სულ გარდაცვლილი და ათასობით არის ევროპაში და ამერიკაში, როგორ მივიღო კრიტიკა ამაზე?,”- აცხადებს ცერცვაძე “პოლიტიკის ფორმულაში:.

ცნობისთვის, კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადება – დიაბეტი ჰქონდა, ხოლო მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადიოდა. ოჯახი მომხდარში ექიმების უყურადღებობას ასახელებს.

 

იტვირთბა....