ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირადად გავეცნობი ყველა შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან”- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ის პირადად აეცნობა  შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებულია და დღეების განმავლობაში  ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიამ ჟურნალისტებს მოუწოდა, თუ მსგავსი დაგვიანების შესახებ მათვის ცნობილი გახდება, ინფორმაცია მიაწოდონ.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უფრო მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რამდენი გადაზღვევის მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ დაგვიანებული პასუხები ზარებზე არ იყოს. მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ, გავეცნობი პირადად,”- განაცხადა გაბუნიამ.

მიისვე თქმით, როდესაც თავიდან დაიწყო დიდი ნაკადი პაციენტების, ამან, გარკვეულწილად, გადატვირთა 112-ის ხაზიც, ოჯახის ექიმების ხაზიც, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული

იტვირთბა....