ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტრო ეხმაურება 

ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება „მთავარი არხის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული არის სიცრუე.

„3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“  მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით  17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს.

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე 112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.

მედიკოსების შეფასებით,  გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ  გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე.

სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....