აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკელებს მოუწოდებს, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში პირბადეები ატარონ, რათა ასე შემცირდეს კორონავირუსის მაღალი გავრცელება.
როგორც მან CNN-ს განუცხადა, თვლის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს, თუ ყველა ამერიკელი ატარებს ნიღაბს.
ამასთანავე, ბაიდენი გეგმავს პირბადის ტარება ყველა სამთავრობო შენობაში გახადოს სავალდებულო.
ცნობისთვის, აშშ-ში, დღემდე, კოვიდვირუსმა 14 მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა, საიდანაც 276 ათასი გარდაიცვალა.