ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქრთამად ხინკლის მიღებისთვის, რუსეთში, პოლიცის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთში, ნოვოსიბირსკში სასამართლომ განიხილა ძერჟინსკის რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსანდრე გრაშჩენკოვის საქმე და მას სამწლიანი პირობითი სასჯელი და ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადა მიესაჯა, კაფეში ხინკლის ქრთამად მიღებისთვის.

როგორც kommersant.ru – წერს, დაკავებული ხინკლის სანაცვლოდ დაწესებულების მეპატრონეებს მფარველობდა, კერძოდ, ფართის ქირის დარღვევით გადახდის საკითხში.

მედიასაშუალება საქმის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ გრაშჩენკოვმა ქრთამის სახით, 55 ათასი რუბლის ღირებულების საკვები პროდუქტი მიიღო.

2019 წელს დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დანაშაული აღიარა.

იტვირთბა....