ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 425-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 126 904 გამოჯანმრთელდა, 1 425 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....