მთავარი ციტატა

„ეთერში რომ გყოლოდა თუნდაც მარტო კობა დავითაშვილი, ის ეთერი იქნებოდა ღირსშესანიშნავი“

„კობა დავითაშვილი იყო ძალიან გამოკვეთილი საუკეთესო ოპონენტი … როცა იგებდა მეორე მხარე, რომ იყო დებატებში კობა დავითაშვილი, იყო ხოლმე პაუზა, მარტივად არ წყვეტდნენ მასთან დებატს, ის იყო უნიკალური, იმ თვალსაზრისით, სულ რომ მარტო მოსულიყო, უბრალოდ, ისე არ მოვიდოდა, მოდიოდა იმისთვის, რომ ეთქვა რაღაც მნიშვნელოვანი. თუ იცოდი, რომ ეთერში გყავდა თუნდაც მარტო კობა დავითაშვილი, ის ეთერი იქნებოდა ძალიან ღირსშესანიშნავი, რაღაც ახალი ამბით სავსე“.

ეკა ხოფერია, TV პირველის ეთერი

ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს, 49 წლის ასაკში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.

იტვირთბა....