ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო და საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ცესკო-სმონაცემებით, პარლამენტში შესვლისთვის საჭირო ბარიერი 9 პარტიამ გადალახა.
ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “ქართული ოცნება” – 48.22% – 60 – მანდატო
- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -27.18% – 36 მანდატი
- “პატრიოტთა ალიანსი” -3.14 % – 4 მანდატი
- “ლეიბორისტული პარტია” – 1% – 1 მანდატი
- “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი
- “მოქალაქეები” – 1.33 % – 2 მანდატი
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% – 4 მანდატი
- “გირჩი” – 2.89 % – 4 მანდატი
- “ლელო” – 3.15 % – 4 მანდატი
ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს არჩევნების ლეგიტიმაციას ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამეტში შესვლაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებენ სხდომას, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღს,
სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი მიიღეს, ხმაურის ფონზე გაიმართა.
ცესკო-სთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და აქცია-პერფორმანსს მართავენ.
შგახსენებთ, ოპოზიცია 31 ოქტომერის არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს და პარლამეტში შესვლაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, ბოიკოტი გამოუცხადა სხდომას, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღეს.