aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე. დაგვაჯარიმეს 58 000-ით” – გვარამია განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასზე თავდასხმის შემდეგ, რეპრესიები ტელევიზიაზე დაიწყეს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა.

“არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე.

მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა – ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი.

არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება

წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58 000-ით.

წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....