გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქევყნებს, რითაც ელისო კილაძის განცხადებას ეხმაურება.
აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო სასწრაფოდ შედით ამ შპიონთან და დაუკომემტარეთ შემდეგი 👇
1 გიორგი სიგუა არავის აბრუნებს და არ შემომყავს სარფიდან. მიმდინარეობს თანამემამულეთა მობილოზაცია საზღვარგარეთ . შექმნილია თვთორგანიზების პლატფორმა და ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი ამისთვის ტელეგრამ ჯგუფის სახით . ამ პროცესში მე ისეთივე მონაწილე ვარ როგორც სხვა 718 ორგანიზატორი.
შეგიძლიათ ნახოთ ჯგუფი ტელეგრამში და დაწმუნდეთ
https://t.me/joinchat/AAAAAESS4wyho67pwEh4Mw
2 დადოს ფაქტი და მაგალითი სად ვახსენე მიშას დაბრუნება და შემოყვანა სარფიდან (ან სადმე თუ ვილაპარაკე მისი ან ვინმე სხვის სახელით) .
დადოს ფაქტი და მაგალითი სად ვაგროვებ ფულს , ვის ვთხოვე და ვის გამოვართვი ერთი კაპიკი მაინც .
3 ამხსნას ბლოკი და მე თვითონ გავცემ პასუხს მაგ თაღლით ჯაშუშს , ხან ბარიგობას მაბრალებს და ხან აფერისტობას.
ვის ინტერესებს ემსახურება თქვენ თვითონ განსაჯეთ”, – წერს სიგუა.
ცნობისთვის, ელისო კილაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გიორგი სიგუა მორიგ ფარსს დგამს.