ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მალიში, სასტუმრო „რედისონში“ ისლამისტმა მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს

მალის დედაქალაქში, ბამაკოში ისლამისტმა მებრძოლებმა სასტუმრო „რედისონში“ 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მძევლებს შორის 140 სტუმარია, 30 კი – სასტუმროს თანამშრომელი. სასტუმროდან დროდადრო სროლის ხმა ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, „რედისონის“ დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრილია. თავდამსხმელების მანქანას, რომლითაც ისინი სასტუმროში მივიდნენ, დიპლომატიური ნომრები ჰქონდა, ამიტომ თავისუფლად შეაღწიეს „რედისონში“, რადგან ამ სასტუმროში ძირითადად უცხოელები ჩერდებიან ხოლმე.

ისლამისტმა მებრძოლებმა მძევლები ადრიანი დილით აიყვანეს. სასტუმროსთან და მის შემოგარენში პოლიციია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 1960 წლამდე მალი საფრანგეთის კოლონია იყო, 1960-ში კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

იტვირთბა....