პარტია “ლელოს” ოფისში ოპოზიცის პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პარლამენტში ოპოზიციის შესხვლას ეხება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია მმართველი გუნდთან გასამართი მოლაპარაკებების წინ იკრიბება, რათა მესამე რაუნდის წინ ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.
“მესამე რაუნდის სამზადისზე ვართ შეკრებილები, რომ საერთო, შეჯერებული და დაწურული პოზიცია ჰქონდეს ოპოზიციას. ერთად რომ ვდგავართ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე ერთ აზრზე ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ და ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და დისკუსიებიც მიდის”, – განაცხადა ელისაშვილმა ლელო-საქართველოსთვის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ,”- აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტში შესვის საკითხზე ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორ ელჩეთთან შეხვედრებს მართავენ. საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდებენ, რაზეც ოპოზიციური ლიდერები კატეგორიულ უარს აცხადებენ.