aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

“24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია” – მცხეთის სამედიცინო ცენტრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკის ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე აცხადებს. მისი განმარტებით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია.

მისივე თქმით, პაციენტს გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, რის შესახებაც თავად არ იცოდა.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ 18 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე შემოიყვანა. გადმოიყვანეს ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე, ეს პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევის გაღმავებისთვის. პაციენტი ცხელების განყოფილებაში მოთავსდა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურ რეჟიმში, ცხვირ-ხახის PCR კვლევა. დადასტურდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი, პაციენტთან იყო ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია. საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა.

გოგონა იყო ჭარბი წონით, მას თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე და დიდი ხნის განმავლობაში რაიმე კვლევა ჩატარებული არ ჰქონდა. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო.

პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. მიდიოდა ყველა იმ მედიკამენტით მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ გოგონას ასეთი საშუალებები არ სჭირდებოდა. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება“,-განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაცივალა. იგი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი ტემპერატურით მოათავსეს, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ გოგონას კოვიდინფექცია არ ჰქონია და სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან თავდაპირველად ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, სამი დღის მერე კი ინფექცია დაუდასტურდა.

იტვირთბა....