“გახარიამ მიხედოს ჯანდაცვის სისტემას, მიხედოს ეკონომიკას და მიხედოს ქვეყანას, რომელიც თავზე დაგვემხო. ჩვენ სად შევალთ და სად არ შევალთ, მაგაზე სამსჯელოდ ვართ შეკრებილები.:
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების ლიდერი
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან “ლელოს” ოფისში ოპოზიცის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
იის თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდთან გასამართი მოლაპარაკებების წინ იკრიბება, რათა მესამე რაუნდის წინ ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ჰქონდეს.
გახარიამ დღეს, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტის საპარლამენტო რეჟიმში განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. პრემიერმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა .