ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სჯობს, გახარიამ თავის საქმეს მიხედოს”- მამუკა ხაზარაძე პრემიერს პასუხობს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ სჯობის, პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის საქმეს მიხედოს.

მისივე თქმით, უცნობია, მთავრბის მიერ აღებული ვალები სად და როგორ იხარჯება.

“გიორგი გახარიამ და მისმა მთავრობამ აიღო უპრეცედენტოდ დიდი ვალები და ეწევა ამ თანხების ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხარჯვას. პრაქტიკულად უცნობია, სად და როგორ იხარჯება ეს მოზიდული თანხები და ვალები, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია. ამიტომ ჯობია, რომ თავის საქმეს მიხედოს, დანარჩენს ჩვენ ჩვენს პოზიციას გავახმოვანებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

გახარიამ დღეს, ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტის საპარლამენტო რეჟიმში განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

იტვირთბა....