ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია ანზორ მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – “გულის” დირექტორის განცხადება

“ახლა გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ტემპერატურა არ მაქვს, სუნთქვის უკმარისობა არ მაქვს და ყველაფერი კარგად მიდის” – ამის შესახებ კლინიკა “გულის” დირექტორმა ანზორ მელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული კლინიკის სხვა თანამშრომლები თავს კარგად გრძნობენ და ვირუსგადატანილი თანამშრომლები 10 დეკემბრიდან სამუშაო პროცესს განაახლებენ.

“ახლა გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვწევარ ბოჭორიშვილის კლინიკაში და უკვე უკეთესობისკენ მიდის საქმე, ტემპერატურა არ მაქვს, სუნთქვის უკმარისობა არ მაქვს და ყველაფერი კარგად მიდის. კლინიკის სხვა თანამშრომლები სტაბილურად არიან და 10 დეკემბერს უკვე ყველანი გამოვლენ სამსახურში. 10 დეკემბერს იხსნება კლინიკა, რადგან არცერთ თანამშრომელს არ გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა მკურნალობდა სახლში, ყველას მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსგადატანილი თანაშრომლები იმუშავებენ. რაც შეეხება ტესტს, კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირებას, ალბათ, 2-3 დღეში გავიკეთებ” – განაცხადა ანზორ მელიამ.

იტვირთბა....