ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აგერ მომიყვანეს მკვდარი… იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს” – კორონავირუსით გარდაცვლილის დედა

კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეყვანილი ნინო გულიკაშვილი კოვიდ 19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. როგორც ირკვევა, კორონავირუსს მედიკოსები მხოლოდ დამამშვიდებელი პრეპარატებით ებრძოდნენ, გოგონა კი ოჯახის წევრებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც შველას ითხოვდა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნინო ოჯახს წერდა, რომ წყალსაც არ აძლევდნენ. ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და ამბობს, რომ ნინო მოკლეს. ოჯახის წევრებმა მცხეთის კლინიკაში ავადმყოფი თავად გადაიყვანეს, გამოძახებული სასწრაფო კი გზაში დაეწიათ.

ოჯახის ვარაუდით, არასათანადო პრეპარატების გამოყენებამ ნინო გულიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და მას ფილტვები გაეთიშა. კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონას შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა, რაც თავადაც არ იცოდა, ამ დაავადებას კი, ექიმის თქმით, მსგავსი გართულებები.

“ჩვენ თვითონ წავიყვანეთ, თემქაზე დაგვეწია სასწრაფო, მერე სასწრაფოთი გადაიყვანეს, დილაზე დაგირეკავო და ვეღარ დამირეკა, აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო… იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს” – ამბობს გარდაცვლილის დედა.

 

იტვირთბა....