“ყველაზე მეტად დატვირთულია თბილისის საწოლფონდი. პაციენტების ნაკადების მართვა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმის პრობლემაა, რომ მძიმე პაციენტი კლინიკაში მოხვეს, ნამდვილად არა, კლინიკები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ.”
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. თბილისში 486 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 152, იმერეთში – 218. მართვით სუნთქვაზე თბილისში 206 ადამიანია, აჭარაში – 45, იმერეთში – 43.