aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვის და სად შეეძლება კოვიდ-19-ის ანტიგენზე სწრაფი ტესტირება – ჩამონათვალი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეიდან, 3 დეკემბრიდან ანტიგენზე სწრაფი ტესტირების პროგრამა იწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლომდე, დღეში ამ სახის 20 ათასამდე ტესტი ჩატარდება. თამარ გაბუნიას თქმით, ანტიგენზე ტესტის ჩატარება შეეძლება ყველას, ვინც ჩამოთვლილ დაწესებულებებს მიაკითხავს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. პაციენტი შეიძლება, ტესტირებაზე გამოცხადდეს ექიმის მიმართვით, ან თვითდინებით.

“ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული და ვურჩიოთ მათ დარჩნენ სახლში. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია, შეზღუდვების პერიოდში და ეს გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა მივიღოთ სტაბილიზაციის შესაძლებლობა”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ანტიგენზე სწრაფი ტესტირება შესაძლებელია:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში; იმ დაწესებულებებში, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება ჩატარდება, მთავარი აქცენტი კი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი.

იტვირთბა....