„კოვიდავადმყოფებში ინტუბაცია გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის, თუმცა როცა ის საჭიროა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ინტუბაციები უნდა ჩანაცვლდეს ე.წ. ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით. ეს პრინციპულად სხვა ტექნოლოგიაა. ბოლო ორი თვეა, ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ რეანიმაციული განყოფილებები აღიჭურვონ ამ ტექნიკით და ტექნოლოგიით“.
თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი
მისივე თქმით, განახლებული გაიდლაინით, რომელიც, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში გამოქვეყნდება, ეცდებიან, ოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით.