ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

როგორც მან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა ნატო-ს მხარდაჭერის ნიშანია.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

„მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....