aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

კახა კალაძე: სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის მემანქანე, თანამდებობის პირი….

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, თანამდებობის პირი, ექიმი, დედაქალაქის მერი და ა.შ.

„დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა. სამწუხაროდ, კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის მემანქანე, თანამდებობის პირი, ექიმი, დედაქალაქის მერი და ა.შ. ეს არის უხილავი მტერი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მეც და თქვენც… მერიის მხრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გატარებული იყო“, – განაცხადა მერმა.

ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს, Covid-19-ით მეტროს მემანქანე გარდაიცვალა.

იტვირთბა....