ჭიათურაში, მაღაროში მომხდარი რიგითი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, როგორც” მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებილია 240 მუხლის- პირველი ნაწილით.
ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებული 2 ადამიანი თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ორივე მძიმედ არის დაშავებული, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მაღაროზე მიმდინარე აფეთქებითი სამუშაოების დროს მოხდა.