ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Iphone 12 Pro-ის შემდეგ, მეუფე ნიკოლოზს ტელეფონის დამცავ ქეისებსაც ჩუქნიან

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ტელეფონის დამცავ ქეისებსაც ჩუქნიან. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში “ტრენდულმა სახლმა” გაავრცელა.

“მოგეხსენებათ დღეს მეუფე ნიკოლოზმა საჩუქრად მიიღო Iphone 12 პრო. შესაბამისად მას დასჭირდება ახალი ქეისი იმისათვის, რომ ახალი ტელეფონი არ დაუზიანდეს. ტრენდული სახლი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მისი iphone 12 მრავალფეროვანი ქეისებით” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, დღეს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს საქართველოში „ეფლის“ ერთ-ერთმა შემომტანმა კომპანიამ iPhone 12 Pro აჩუქა.

იტვირთბა....