“მიუხედავად შემზარავი სისულელისა ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე, მაინც შეგნებულად ავუვლი გვერდს ამ თემას და გამბედავად დავიცავ პარტიას, რომლის არც ამომრჩეველი ვარ და არც იდეების გამზიარებელი. იმასაც ვაცნობიერებ, რომ “გირჩის” წევრებისა თუ მომხრეებისთვის დიდ ავტორიტეტს არ წარმოვადგენ და ჩემი აზრი მათთვის შესაძლოა უინტერესო და უმნიშვნელო იყოს. მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიტყვი” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს და “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას ეხმაურება.
“არასწორია გირჩის მიმართ პერფექციონისტული მიდგომა და რომელიღაც წევრის (თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანის) მხრიდან შემზარავი აბსურდის თქმის გამო, ლამის შიდაპარტიული რეპესიების და სხვა, კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მოთხოვნა. ეს პარტია გაცილებით მეტია, ვიდრე იაგო ხვიჩია და მისი მოსაზრებები. პარტია დახურული კლუბი არაა, რომ ყველა უნისონში მღეროდეს და საღ აზრს აცდენილი ტექსტები გარეთ არ გამოვიდეს, სისულელე და იდიოტიზმი სრულიად გამორიცხული იყოს.
ეგრე სხვა პარტიები დიდი ხნის დაქცეული უნდა იყოს მაშინ, თან რაც უფრო დიდი, გავლენიანი და წარმატებულია პარტია, მით უფრო ჩამოქცეული. და გირჩის მომხრეებს რა უნდათ, უნდა ჩამოყალიბდნენ – ეს პარტია ადამიანთა პატარა თავყრილობა იყოს აზრთა გაცვლა გამოცვლისთვის, რაღაც სექტანტური ელემენტებით, თუ გაიზარდოს, ხელისუფლებაში მოვიდეს და საკუთარი იდეოლოგიის რეალიზაცია შეძლოს. უნდა გააცნობიერონ, რომ (ა) გირჩი გამოვიდა პატარა კლუბის მასშტაბიდან და (ბ) პირდაპირ პროპორციული შესაბამისობაა პარტიული და გავლენების ზრდასა და იდიოტობების წამოროშვის რაოდენობის ზრდას შორის. გასაცნობიერებელია, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, გირჩი კლასიკური და ძლიერი პარტიაა, და რაგინდ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, პარტიების პარადიგმა ერთნაირია.
არ შეიძლება ერთი აბსურდული ტექსტის გამო, ყველაზე დინამიურად განვითარებადი ნიუქომერი ჩამოანგრიონ მისსავე მომხრეებმა. ზოგადად, მაქსიმალიზმისგან განსხვავებით, პერფექციონიზმი ძალიან ცუდი მოკავშირეა, ყველაფერში და ყოველთვის. წარმატებები გირჩს” – წერს გვარამია.
ცნობისთვის, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა. განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.
იხილეთ “მეტრონომის” მასალა ამავე თემაზე: