ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გაუგრძელდება თუ არა სანქციები რუსეთს?

ოფიციალური კიევი უკვე უკმაყოფილოა

როგორც The Wall Street Journal წერს, ევროკავშირმა, რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების სამი ვარიანტი მოამზადა.  სანქციები ეხება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტს. აღნიშნულის

“ევროკავშირი, რუსეთისთვის, სანქციების გაგრძელების სამ ვარიანტს განიხილავს: გაგრძელებას ერთი წლით, ნახევარი წლით ან 3-4 თვით.”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

“რუსული სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთს აღარ ადარდებდეს უკრაინის ბედი. მოდით, დავივიწყოთ უკრაინა და ერთად ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ – ამბობს რუსეთი”, – აღნიშნავს უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი საგანგებო საკითხებში დიმიტრი კულება., საიდანაც აშკარად ჩანს, რომ უკრაინა, ევროკავშირის მიერ შემუშავებული პოზიციებით უკმაყოფილოა.

როგორც “დიდი ოცეულის” სამიტზე, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინას, 3 მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უკრაინას შეუძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, თითო-თითო წელიწადში მილიარდი დოლარის გადახდის მეშვეობით დაფაროს რუსეთის ვალი.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე დააწესა, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და უკრაინაში რუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. აღნიშნული სანქციები, თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხებს, აგრეთვე, ევრობაზარზე რუსეთის ბანკების მუშაობას ეხება.

 

იტვირთბა....