aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროკრედიტ ბანკის“ სავარაუდო დამყაჩაღებელი დაკავებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების საქმე გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....