„საახალწლო სოფელში დასახარჯი ფული მოხმარდება ისეთ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება და გადავცემთ პროდუქტებს” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი პანდემიის გამო, ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, არ ჩატარდება.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში დასახარჯი ფული მიმართული იქნება გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.
“მერია წინასაახალწლოდ უმწეო მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარება. ამისთვის სპეციალური პლატფორმაა შექმნილი. უკვე ხუთასი ათასი მილიონი ლარია გამოყოფილი უმწეო მოხუცებისა და გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად.
აგრეთვე, მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მოხალიისეებს, ვისაც გსურთ დაეხმაროთ გაჭირვებულებს და მიიღოთ მონაწილეობა პროდუქტების დასარიგებლად, მოხდება თქვენი გადამზადება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები” – ამბობს კალაძე.