ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1 058 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 466 მართვით სუნთქვაზეა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 058 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 466 მართვით სუნთქვაზეა. მძიმე პაციენტებიდან თბილისში 507 მკურნალობს, აჭარაში – 154, იმერეთში კი – 223. მართვით სუნთქვაზე თბილისში 215 პაციენტია, აჭარაში – 119, იმერეთში – 47.

ცნობისათვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი და საერთო რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 303 ადამიანი.

იტვირთბა....