საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა.