ტერორისტმა ქალს იარაღი დაუმიზნა, მაგრამ იარაღმა არ გაისროლა.
ახლახანს ბრიტანული გამოცემის, დეილი მეილის ვებგვერდზე პარიზის ერთ-ერთ კაფეში, ტერორისტების თავდასხმის დროს უსაფრთხოების კამერებით გადაღებული კადრები გამოჩნდა – ვიდეოზე ხალხისგან დაცლილი კაფეს ინტერიერი ჩანს, პანიკაში ჩავარდნილი რამდენიმე ადამიანი ქუჩიდან კაფეში შემორბის, ტერორისტის ტყვიას რომ დაემალოს. ზედ კაფეს კართან ტერორისტი ერთ-ერთ ქალბატონს იარაღს უმიზნებს, თუმცა იარაღი არ გაისვრის და თავზარდაცემული ქალი ქუჩის მიმართულებით გარბის.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს ტერორისტულ აქტებს პარიზში 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.