ქუთაისში, აბაშიძის გამზირზე ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს და გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მანქანიდან ნივთები გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ.
ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი იყო. შსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.