პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ლიდერი პოლიციამ მოკლა. აბდეჰამიდ აბაუდი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, აბაუდი პარიზში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთი ლიდერი იყო.
გუშინ პარიზის გარეუბანში საფრანგეთის პოლიციამ რეიდი განახორციელა, სადაც ორი ადამიანი მოკლეს და 8 დააკავს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცლილი აბაუდი იყო. ამის დასამტკიცებლად ფრანგმა სამართალდამცავებმა DNA ტესტი გამოიყენეს.
13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 129 ადამიანი გარდაიცვალა, 350 -მე მეტი კი დაშავდა. ამ ტერატქზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.