„ჩვენთან კორონადისიდენტობა ლამის მეინსტრიმად იქცა. შენი უფლებაა დალიო რამდენიც გინდა და გამოთვრე, როგორც გინდა, მაგრამ ჩემი უფლებაა, არ დაგსვა მანქანაზე, რომ არ მომკლა. შენი უფლებაა კორონავირუსიანმა ისეირნო ქუჩაში, მაგრამ ჩემი უფლებაა, რომ შეგიზღუდო ჩემთან მოკარება. ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება“.
რომან გოცირიძე, ენმ-ის წევრი
„კორონა კლავს. დღეს დაინფიცერებული 4 ათასი ადამიანიდან ერთ თვეში მოკვდება 80, ხვალ დაინფიცირებული 5 ათასიდან, მოკვდება 100“, – წერს ის Facebook-ზე.