“შემეკამათებით, როგორ ახერხებს ჯანდაცვა სიტუაციის მართვას, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არის. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ისეთი, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი
ცერცვაძის თქმით, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა მატების მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა.