მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეირჩა. შოთაძე აქამდე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ადგილს იკავებდა.
შოთაძის კანდიდატურის არჩევის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. საბჭოს 15 წევრიდან ირაკლი შოთაძეს მხარი 13-მა წევრმა დაუჭირა. არჩევნებში მონაწილეობა კი 14-მა წევრმა მიიღო.
საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება, სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ირაკლი შოთაძე 6 წლის ვადით მთავარ პროკურორად.
შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძესთან ერთად მთავარი პროკურორის კანდიდატები იყვნენ ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი.