ახალი ამბები საზოგადოება

სად იკარგება ყოველ წელს ქართული ხილ-ბოსტნეულის 15-20 %?

“ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის 15-20%-ის დანაკარგი, რადგან შესაბამის პირობებში ვერ ინახავენ ” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ასევე დაწვრილებით ისაუბრა სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის  განხორციელების დეტალებზე.

მისი თქმით, მოსავლის დასაბინავებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები წახალისდება, ასევე გამოიყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე 12 მუნიციპალიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ.

„სპეციალური პირობები გავრცელდება თიანეთის, ყაზბეგის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, მესტიის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებზე, რაც იქაური მოსახლეობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს.”- განაცხადა ოთარ დანელიამ.

იტვირთბა....