ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა ნახეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისათვის, 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.