“კიდევ ერთხელ დავინახე, რომ მართლა არ გვაქვს სასამართლო. როდესაც პროკურორები ლაპარაკობდნენ აბსურდული საშიშროებების შესახებ, მოსამართლე დიდი ყურადღებით უსმენდა. როდესაც ადვოკატები ლაპარაკობდნენ, რომ არაფერს ნიშნავს ეს ბრალდებები, ამ დროს რაღაცაში იყურებოდა, ხანდახან ამოიხედავდა ზემოთ. მაშინვე მივხვდი, რომ ამას არ აინტერესებს ამათი გამართლება. განაჩენშიც ილაპარაკა ის, რაც პროკურორებმა თქვეს, იმათ დაეყრდნო. ძალიან ბევრი რამ იყო ახალი, მაგრამ რა დავალებაც აქვთ მიცემული იმას აკეთებენ.’
ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე
აღნიშნულით კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.
სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.