ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. 

მოსამართლემ დაცვის მხარის მდკიცებულებები არ გაითვალსიწინა და ბრალდებულებს პატიმრობა გაუგრძელა.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე დაკავბეულების ადვოკატიმამოსამართლეს ასობით ადამიანის თავდებობა შესთავაზა. დაკავებულებს საზოგადოებისთვის 200-მდე ცნობილი სახე თავდებში უდგება. თუმცა, მოსამართლე ზვიად ვაჩაძემ მიიჩნია, რომ ილიჩოვას და მელაშვილის მხრიდან საფრთხეები ისევ არსებობს.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....