aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ამბროლაურის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევაის სედეგად ერტი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა მძღოლი, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....